პრაქტიკის კვლევა

     
კვლევის რეფლექსია

სსიპ-ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის #1 საჯარო სკოლაში  2017-2018 წელს ჩავატარე  პრაქტიკული კვლევა საკითხზე  VII – VIII კლასებში სწავლის თვითრეგულირებადი უნარების განვითარების პრობლემა და მისი გადაჭრის გზების ძიება“.
კვლევის მიზანი იყო VII –VIII კლასებში მოსწავლეთათვის  სწავლის  თვითრეგულირებადი უნარების განვითარებაში ხელშეწყობა, ეფექტური სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი სტრატეგიების დანერგვა სასწავლო პროცესში.  ვფიქრობ, მიღებული შედეგი საკმაოდ დადებითი იყო და შესაძლებელი გახდა მისი გაზიარება კოლეგებისათვის.
კვლევა გრძელდებოდა რვა თვის მანძილზე (2017-2018 ს.წ. ოქტომბერი-მაისი).  საკვლევი საკითხის არსის გარკვევის შემდეგ შევიმუშავე კითხვარები ფოკუს ჯგუფისათვის(მოსწავლეები), მივმართე ანკეტირებას( Google drive) მასწავლებლებსა და მშობლებთან. დავგეგმე , ჩემი აზრით, საინტერესო ინტერვენციები. მოსწავლეებს შეეძლოთ ემუშავათ განსხვავებული მეთოდებით. მაგალითად, მათ ისწავლეს შეჯამება და ჩანაწერების გაკეთება, დაეუფლენ ურთიერთთანამშრომლობის მეთოდს, შეადგინეს კვირის გეგმა და სხვა. აღნიშნული მუშაობით მოსწავლეებმა შეძლეს აეღოთ პასუხისმგებლობა სწავლის პროცესზე , ეწარმოებინათ მონიტორინგი და შეეფასებინათ საკუთარი პროგრესი. ვფიქრობ, ასეთმა ინტერვენციებმა ხელი  შეუწყო მოსწავლეთა კოგნიტური და მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას. რაც მთავარია,  კოლეგები დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით , დაიწყეს ზოგიერთი სტრატეგიის პრაქტიკაში დანერგვა. ვფიქრობ , ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წინსვლასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვას. პროგრესად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ კვლევაში მონაწილე მშობლები  უფრო დაინტერესდნენ საკუთარი შვილების სწავლის პროცესით და გამყარდა მშობელს , მოსწავლესა და მასწავლებელს შორის საქმიანი თანამშრომლობა.
კვლევის შედეგები განვიხილე ფოკუსჯგუფთან(მოსწავლეებთან), ვისაუბრეთ შედეგებზე, მომავალ გეგმებზე. კვლევისა და ინტერვენციების შედეგების  შესახებ შეხვედრა მქონდა მშობელთა გარკვეულ ნაწილთან, ხოლო პედაგოგებს ინფორმაცია მივაწოდე სპეციალურად დაგეგმილ შეხვედრაზე. მონაწილეობა მიიღო არა მარტო კვლევის მონაწილე მასწავლებელებმა , არამედ ამ საკითხით დაინტერესებულმა პედაგოგებმაც.
კვლევის შედეგები მოკლე პრეზენტაციის სახით წარვადგინე პედაგოგებთან.  ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო უკუკავშირი, რომელიც პედაგოგებმა მომაწოდეს . მათ მომიწონეს საკვლევი საკითხი და საინტერესო იდეებიც მომაწოდეს.
დაწყებითის პედაგოგმა აღნიშნა,  კარგი იქნება თუ მომავალ წელსაც გაგრძელდება კვლევისას გამოყენებული ინტერვენციების სისტემატური დანერგვა არა მარტო საბაზო, არამედ დაწყებით საფეხურზეც. თუ იქნება მეტი თანამშრომლობა სხვადასხვა კათედრას შორის და მოხდება იდეების შეჯერება და საგაკვეთილო პროცესში ერთობლივი გადატანა, რათა დაწყებითი საფეხურია სწორედ ძირითადი საყრდენი მომდევნო საფეხურების.
მათემატიკის პედაგოგს მიაჩნდა, რომ მოცემული ინტერვენციები შესაძლებელია გამოიყენოს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაშიც და დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს , რათა თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განვითარებაში საჭიროა სკოლის ყველა პედაგოგის აქტიური ჩართულობა.
გერმანული ენის პედაგოგმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ეს კვლევა არ დასრულდება მხოლოდ ამ ანგარიშის წარმოდგენით (მხოლოდ ორი კლასის პრობლემის კვლევით), რადგან პრობლემა გლობალურია. საჭიროა შეიქმნას სკოლაში ამ პრობლემით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც  სწავლის თვითრეგულირებადი უნარების გასავითარებელ სტრატეგიებს ერთდროულად დანერგავენ სხვადასხვა კლასში და დააკვირდებიან პროცესს.
ინგლისურის მასწავლებელმა აღნიშნა, რომ საჭიროდ მიაჩნია უფრო კარგად გაეცნოს თვითრეგულირებადი უნარების გასავითარებელი სტრატეგიების შესახებ სათანადო ლიტერატურას , რომ ჩამოუყალიბდეს უფრო სწორი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი და გახდეს აქტიური დამნერგავი აღნიშნული სტრატეგიების საგაკვეთილო პროცესში.
სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი დაახლოვება მშობლის, მასწავლებლისა და ბავშვის. ამიტომ მომავალი წლის სექტემბრიდან აუცილებელია დავგეგმოთ  ისეთი აქტივობები, რომლებიც გააცნობიერებინებს მშობელს, თუ  როგორ შეიძლება განუვითაროთ მოსწავლეს სწავლის თვითრეგულირებადი უნარები.
კვლევა აღნიშნული ფორმით ვაწარმოე პირველად. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. გამიჭირდა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობა, თუმცა კმაყოფილი ვარ შედეგებითა და კვლევის მიგნებებით.  ძალიან კარგად იმუშავა  თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განმავითარებელმა სტრატეგიებმა. მოსწავლეების თითქმის 60% აქტიურად იყო ჩართული აქტივობებში, თუმცა ვერ მოხერხდა მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის გააქტიურება. არიან მოსწავლეები, რომლებიც ვერ ახერხებენ კონცეტრირებას სასწავლო პროცესის მიმართ.  ვფიქრობ, მომდევნო საკვლევ საკითხად ავირჩიო მოსწავლეებში თვითრეგულირებადი ქცევის უნარების განვითარების პრობლემა.
აღნიშნულმა კვლევამ საკმაოდ დიდი პედაგოგიური გამოცდილება შემძინა, სასწავლო პროცესი გახადა არა მარტო ჩემი მოსწავლეებისათვის, არამედ ჩემთვისაც საინტერესო და გამომიმუშავა უნარი თუ როგორ შეიძლება დავაკვირდე საკუთარ პრაქტიკას და ვეძებო გზები პრობლემების გადაჭრის.





                                     

No comments:

Post a Comment