კონფერენციები


IV ეროვნული კონფერენცია


        
          მასწავლებელთა მე-4 ეროვნული კონფერენცია სახელწოდებით"საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშ"( "მოსწავლეთა გამჭოლი კომპენტენციების განვითარება")  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლის 10 და 11 დეკემბერს ქალაქ თბილისში გაიმართა. დღე I : 
        მასწავლებელთა რეგისტრაციის შემდეგ კონფერენცია გახსნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბატონმა გიორგი მაჩაბელმა. კონფერნციის მონაწილეებს მიესალმა და გამარჯვება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ლია გიგაურმა, ასევე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა მანანა რატიანმა და კოალიცია განათლება ყველასათვის თავჯდომარემ ქალბატონმა ირინა ხანთაძემ.
        მოხსენებით გამოვიდნენ  სსიპ მასსწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მენეჯერი ქალბატონი ირინა აბულაძე( თემა: „მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში-მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტი), სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა ზოგადი კომპეტენციების განვითარების პროგრამის მენეჯერმა ქალბატონმა ნათია ნაცვლიშვილი(თემა: „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები“), სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფიზიკის საგნობრივი კონსულტანტი ბატონი ნუგზარ მოსულიშვილი(თემა: „პედაგოგების სტაჟირება ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში და მიღებული გამოცდილების დანერგვა სასწავლო პროცესში“) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა ქალბატონმა თამარ ჯაყელი( თემა: „2017-2023 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფცია“). 18:00  შეჯამდა დღე. 
 დღე II:
     მასწავლებელთა რეგისტრაციის შემდეგ მოხსენებით გამოვიდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების კონსულტანტი, პროექტ ELENA-ს მკვლევარი, ქალბატონი რუსუდან თედორაძე( თემა: ექსპერიმენტებით სწავლება და განათლების როლი ბუნების შემეცნებაში). 
      10:30 კონფერენციამ მუშაობა განაგრძო სექციებში. წარმოდგენილი იყო 4 სექცია: „ციფრული და რაოდენობრივი წიგნიერება“,
 „ეკოლოგიური წიგნიერების განვითარება“ ,
 „შემოქმედებითი აზროვნების  განვითარება“
  "ინტერკულტურული კომპენტენციის განვითარება".
      წარმოდგენილ იიყო 12 მოხსენება. მიუხედავად  ერთი მიმართულებისა,  წარმოდგენილი თემები აბსოლუტურად სხვადასხვა გზას გვაძლევდა  მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების გასავითარებლად.

     პროფესიული განვითარების, გამოცდილების გაზიარების. სიახლეების გაცნობის, გათავისების და პრაქტიკაში დანეგვის საუკეთესო საშუალება ყოფილა კონფერენცია. იქ ყოფნამ არაერთ საკითხზე დამაფიქრა. მივხვდი, რომ მასწავლებელის ფანტაზია ამოუწურავია. 
     












      ჩემი მოხსენება მეიკუთნებოდა "შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას". მე წარვადგინე მოხსენება  მოსწავლეთა გამჭოლი კომპენტენციის განვითარება პროექტ გაკვეთილით "გაცოცხლებული პერსონაჟები ნოდარ დუმბაძის "ხაზარულა".

     



თსუ-ს VI საუნივერსიტეტო კონფერენცია

  კონფერენცია აზრთა გაცვლის , საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა.  
    2017 წლის 4 ნოემბერს გაიმართა თსუ-ს ორგანიზებული VI საუნვერისტეტო კონფერენცია: "უნივერსიტეტი - სკოლას, სკოლა უნივერსიტეტს. ეროვნული სასწავლო გეგმის პრაქტიკული რეალიზების საკითხები". 










\

No comments:

Post a Comment